პრეზენტაცია კიკვიძის პარკში

თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა. პრეზენტაცია კიკვიძის პარკში გაიმართა. დღეიდან პარკის სივრცე თავისი სერვისებით ნებისმიერი ბიზნესიდეის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომია.

პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება.

პარალელურად , პარკის ტერიტორიაზე მოეწყო თბილისური ბაზარი, სადაც 50-მდე მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

პროექტი თბილისის მერიის და ევროკავშირის ინიციატივით შედგა. პრეზენტაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა.