პრეზენტაცია „ევროპის უნივერსიტეტში“

„ევროპის უნივერსიტეტში“ პოლიტიკის დოკუმენტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“, პრეზენტაცია შედგა. პროექტის მიზანი, რეკომენდაციების საფუძველზე ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდებაა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საკონსულტაციო საათი გაიმართა. ღონისძიებას განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.