პრევენციული ღონისძიებები ქუთაისში

ქუთაისის მერის ინიციატივით, ქალაქში არსებული ყველა კორპუსი შემოწმდება და შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილებით შეცვლა ეტაპობრივად დაიწყება. ქუთაისის მერი სულხან-საბას ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით. ქალაქის მერმა ადგილზე, “სოკარ ჯორჯია” გაზის წარმომადგენლები მიიყვანა.