საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. 6 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი სვანეთს ესტუმრა. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს და ზამთრის ფესტივალ „გიზ-გიზს“ დაესწრნენ. მათ ასევე გააშუქეს სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 50 გამორჩეული რაიდერი მონაწილეობდა.