პრესტური საქართველოში

18:42, 13.11.2026

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში.

პროექტ Bike&Wine-ს ფარგლებში გამართული პრესტურის მიზანი – საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა. უცხოელმა ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში. ოთხი დღის განმავლობაში, ტურის მიმდინარეობისას, მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.

მსგავსი