პრესკონფერენცია ირანის საელჩოში

საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბიმ, მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

ელჩმა ისაუბრა ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე. „ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ დაუწყია კონფლიქტი, არ არსებობდა რაიმე საფრთხე ძალის გამოყენებისთვის და ასევე, არ არსებობდა სანდო და დასაბუთებული ინფორმაცია, ირანის მხრიდან გარდაუვალი თავდასხმის შესახებ“ – განაცხადა ელჩმა. ასევე მისივე თქმით, „ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საერთაშორისო სამართლის ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა. სიონისტური რეჟიმის ქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, მათ შორის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას“ – განაცხადა მაჰმუდ ადიბიმ. ელჩის განცხადებით ირანი გაერო-ს მოუწოდებს ქმედითი ზომები მიიღოს კონფლიქტის შესაჩერებლად.