პრესკონფერენცია „ადამიანის უფლებათა სახლში“

ფონდების დაყადაღების საკითხს დღეს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ქვეყანაში უფლებადაცვითი შეზღუდვის მცდელობად აფასებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება და ყადაღის შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ლელა ცისკარიშვილის განცხადებით, სახლს ამჟამად დაფარული აქვს 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმები. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, შემოწირულებების შეგროვება მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირების შემდეგ, საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირებისთვის დაიწყეს.