პანდემიის შედეგები და ანტიკრიზისული გეგმა – იგივე შეკითხვები, თუმცა, განსხვავებული ფორმატი. გიორგი გახარიას პასუხების ხელახლა გაცემა მოუწევს. მთავრობის მეთაური დღეს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად მივა პარლამენტში.
ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრის თითქმის 11-საათიანი გამოსვლის დროს განხილულ საკითხებს ოპოზიცია დღეს ისევ მიუბრუნდება.
პარლამენტში თეონა მანაგაძე მუშაობს.