პრემიერმა საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ერთადერთი წარმატებული და აპრობირებული მეთოდი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე გრძელვადიანი კონსულტაციები გაიმართა ყველა წამყვან მსოფლიო ექსპერტთან, იმისთვის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ქართული რეალობა და ის პრობლემები, რაც ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით აქვს.