ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა – შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ და თემის წამომადგენლებმა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი.
იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.