მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მამუკა ბახტაძემ განათლება დაასახელა და ამ მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელ გეგმებს გაუსვა ხაზი.
„ფეისბუქ ლაივში“ პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას, განათლების მინისტრთან ერთად, მომავალ კვირას წარუდგენს.