პრემიერმა ენერგეტიკული და საგანმანათლებლო პროექტები დაათვალიერა

ახალი ობიექტები სამეგრელოში.

ფოთში გახსნილი ახალგაზრდული ჰაბი პრემიერმა დაათვალიერა. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. სიახლეა ქალაქის მე-15 სკოლისთვისაც, რომელმაც სასწავლო სეზონი ახლად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო. მთავრობის მეთაური დღეს „ენგურჰესზეც“ იმყოფებოდა. ობიექტის დათვალიერებასთან ერთად პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და რამდენიმე სპეციალისტი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სიგელებით და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა. ხელისუფლება ენერგეტიკის დარგის განვითარებას, ენერგეტიკულ პოლიტიკას და თვითკმარი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მსხვილი ობიექტების მშენებლობას პრიორიტეტად აცხადებს. გამოსვლის დროს მთავრობის ხელმძღვანელმა წინა წლების საბოტაჟის შემთხვევებზეც მიუთითა და ამ მხრივ სფეროში ახალი პოლიტიკის გატარება დააანონსა.