პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა შეკითხვები ნიკა გვარამიას, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან და ოპოზიციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონს ყველამ პატივი უნდა ვცეთ – ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის პასუხი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენება, ნიკა მელიას მიმართ ბრალი, ისევე როგორც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, არის თუ არა ხელისუფების მცდელობა 2020 წლის არჩევნებისთვის მოასუფთავოს პოლიტიკური ველი.

მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში კანონი არის უზენაესი, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ის საქმეების შინაარსობრივ ნაწილზე ვერაფერს იტყვის, რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არსებული გამოწვევის გათვალისწინებით, შესაბამის საარჩევნო პროგრამას წარუდგენს.