პრემიერმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიაგო.

მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.