პრემიერმა „დღის თემაში“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საპროტესტო აქციებზე ისაუბრა

მთავრობის მეთაურმა პირველი არხის გადაცემაში საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი ხუთი დღე იყო მასშტაბური ძალადობრივი აქცია, დღეს კი იქ დგას დაქირავებული აქტივი, რომელიც ხმას აძლევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას და იმედგაცრუებულები არიან, რადგან არჩევნები წააგეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ვინაიდან ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.