პრემიერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგები შეაჯამა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგები საქართველოს პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ფორუმამდე, ლოზანაში ვიზიტის დროს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მისი თქმით, საუბარი შეეხო თუ როგორ უნდა მოემზადოს საქართველო   2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე, სარეზერვო სისტემის ახალ კონცეფციაზე მსჯელობენ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

დღესვე პრემიერმა ახალ  ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე წარადგინა.

თამარ წილკაური თემის დეტალებით.  

 

დატოვე კომენტარი