პრემიერმა ახალი ინიციატივა წარადგინა

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა წარადგინა სახელწოდებით, „განათლება-გზა თავისუფლებისკენ”.

პრემიერის განცხადებით, ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.