პრემიერმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ღონისძიებაზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს.

გამგზავრებამდე მთავრობის მეთაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჯამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელი და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების კუთხით მიაღწია.

ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, – როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, რასაც ქვეყნის დასავლელი პარტნიორებიც აღნიშნავენ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ საგზაო რუკაზეც, რომლის პრეზენტაციაც ორი თვის წინ ბრიუსელში შედგა და რომელიც ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს.