პრემიერის წლიური ანგარიში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა.

მმართველი გუნდისა და მიწვეული სტუმრების წინაშე ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის სხვადასხვა სფეროში არსებულ ვითარებაზე და მონაცემებზე ილაპარაკა. შედარებები გაკეთდა 2012 წელთან და წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ მაჩვენებლებზე. საკუთარი გამოსვლა მთავრობის მეთაურმა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ლაპარაკით და უცხოელი პარტნიორების მისამართით მადლობით დაიწყო.