პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში

18:16, 04.03.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება.

ირაკლი კობახიძე შეხვდება უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს, საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარეს. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება.

მსგავსი