უზბეკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. მანამდე მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ასევე გაიმართა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის საიუბილეო, რიგით მეათე სხდომაც.