საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდირ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. ქვეყნების მეთაურებმა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს. თურქმენეთში წარმოებული ენერგოპროდუქტების საქართველოში ექსპორტი და საქართველოს მეშვეობით ტრანზიტი – ეს იყო მთავარი საკითხი, რაზეც ქართულმა დელეგაციამ თურქმენ კოლეგებთან ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს განსაკუთრებულ როლს. ასევე განსახილველი თემა იყო სხვადასხვა სავაჭრო და ტურისტული მიმართულებებით თანამშრომლობა. მინისტრების შეხვედრები, როგორც გაფართოებულ, ისე დარგების მიხედვით – პირისპირ ფორმატებში გაიმართა, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მათ შორის საგარეო, სოფლის მეურნეობისა და სპორტის მიმართულებით.