პრემიერის ვიზიტი სომხეთში

ერევანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის სომეხ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას.

მთავრობის მეთაურების განცხადებით, ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით უნდა შეიქმნას მთავრობათაშორისი კომისია.