პრემიერის ვიზიტი სომხეთში

21:35, 12.05.2021

საქართველოს და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, – ამ გზავნილებით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა.

აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო კავშირების გააქტიურებას. საუბარი შეეხო ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც.

მსგავსი