პრემიერის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე პირისპირ შეხვდება ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, სხდომის დასრულების შემდეგ კი ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ერევანში იმყოფება დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც ვიზიტი კოლეგა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილმა და არარატ მირზოიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.