პრემიერის ვიზიტი მოლდოვაში

საქართველოს პრემიერი მოლდოვაშია.

სუამის წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის გარდა, მამუკა ბახტაძე მოლდოველ კოლეგასაც შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერსაც პირისპირ ესაუბრა.

მოლდოვიდან ქართული დელეგაცია კონკრეტული შეთანხმებით დაბრუნდება. მომავალში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ორ ქვეყანაში მიმოსვლა ID ბარათებით შეეძლებათ.