პრემიერის ვიზიტი ერევანში დღეს იწყება

ერევანში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იწყება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართება.
მამუკა ბახტაძეს სომეხი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.