პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და გამოხმაურება

მიიღებს თუ არა საქართველო ივნისის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს – ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები დასრულებულია.

ევროკავშირის ლიდერებთან საუბრის შემდეგ პრემიერის და მთელი ხელისუფლების მოლოდინი ოპტიმისტურია. ქართული მხარის მიერ შევსებულ ორივე კითხვარს ახლა ევროკომისია კითხულობს, რის შემდეგ შეფასებას მოამზადებს და ევროპულ საბჭოს წარუდგენს, რომელიც კონსენსუსზე დაფუძნებულ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროკავშირის ლიდერები წინასწარი შეფასებების დროს თავშეკავებულები არიან, თუმცა ხდება პირდაპირი მინიშნებები იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება. აქცენტი ბრიუსელის მიერ საკვანძო საკითხად მიჩნეულ მართლმსაჯულების სფეროზე კეთდება. პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად რეფორმების ტემპის გაზრდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

დატოვე კომენტარი