პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება.

მთავრობის მეთაურის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში. პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.

ანა ბროლაძე ბრიუსელში აშუქებს პრემიერის ვიზიტს.