ბაქო მსოფლიო ურბანულ სამიტს მასპინძლობს – მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე სიტყვით მე-13 სესიის ფარგლებში გამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. სამიტში ჯამში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
თამარ წიკლაური გვიერთდება დეტალებით.