პრემიერის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერის ვიზიტი გრძელდება. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყნის რეგიონული როლი იყო განხილვის მთავარი თემები საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრაზე. მამუკა ბახტაძე ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასაც შეხვდა.