პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. გარდა პოლიტიკური პირებისა, მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს და ინვესტორებს. განხილვის თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნას ემთხვევა.