პრემიერის შვიდსაათიანი გამოსვლა პარლამენტში, ვრცელი ანგარიში, მწვავე კითხვები და შეფასებები

პრემიერის გამოსვლამ მწვავე კითხვების და ოპონენტების კრიტიკის ფონზე ჩაიარა.

შეკითხვები ძირითადად პოსტკრიზისულ გეგმას, გადასახადების შემცირებას და უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების გეგმას ეხებოდა. ოპოზიციამ მთავრობის მეთაურს ამჯერად პირადად უთხრა, რომ მოსახლეობისა და ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათები არასაკმარისია. ცალკეული ოპონენტების მხრიდან მინიშნებები გაკეთდა ბიუჯეტის არაგამჭვირვალე ხარჯვაზეც. ამ ეჭვებს პასუხი საგანგებო ბიუჯეტის პროექტმა უნდა გასცეს, რომელსაც როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობა პარლამენტს 5 ივნისამდე წარუდგენს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერს დღეს კიდევ ერთხელ მოთხოვეს საპენსიო ფონდის გახსნა და იქ დაგროვილი თანხების მოქალაქეებისთვის დაბრუნება, რაც მთავრობის მეთაურისთვის კატეგორიულად მიღებელია. რაც შეეხება ეკონომიკურ პროგნოზს, 2020 წელს გიროგი გახარია ეკონომიკის  4 %-იან კლებას ვარაუდობს.

პრემიერმა შეფასებები გაააკეთა პოლიტიკურ თემებზე  და მოახლოებულ არჩევნებზეც.