პრემიერის შეთავაზება

პირველი მცდელობისა და არშემდგარი საჯარო დისკუსიის შემდეგ „ქართული ოცნება“ აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ ისევ მოუწოდებს.

შექმნილ რთულ ვითარებაში საჯარო დისკუსიას ან ნებისმიერ სხვა ფორმატს მომიტინგეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ისევ პრემიერი სთავაზობს. თუმცა, ადრესატთა ერთი ნაწილისთვის შეთავაზება გაუგებარია. სამოქალაქო აქტივისტები „ქართულ ოცნებას“, მათ მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ახსენებენ და ამბობენ, რომ დისკუსიას მხოლოდ ყველა დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ დათანხმდებიან. უფრო კატეგორიულია მომიტინგეთა მეორე ნაწილი და ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები და მომიტინგეები ნებისმიერ დისკუსიაზე დათანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ განსახილველი თემა ხელახალი არჩევნები იქნება.