პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან

18:04, 04.07.2025

ამ წუთებში საქართველოს პრემიერი ბიზნესს ხვდება.

შეხვედრა, ერთი საათია, რაც გრძელდება და მას ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენები მედიასთან ვერ აკონკრეტებდნენ, რა საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა. ამ სახის შეხვედრები პრემიერსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის პერიოდულად იმართება. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გასული წლის ბოლოს გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრას მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი ესწრება.

მსგავსი