პრემიერის შეხვედრა ბელარუსის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.