პრემიერის შეხვედრა ახალდანიშნულ ელჩებთან
პრემიერ-მინისტრი გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მათ დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია, ხოლო ჩეხეთში რუსლან აბაშიძე იქნება საქართველოს წარმომადგენელი. ალექსანდრე კარტოზია სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე იყო მკვლევარი და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
რუსლან აბაშიძე კი სხვადასხვა წლებში იკავებდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობებს.