პრემიერის საშობაო მილოცვა

საშობაო მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი წერს: „იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა, გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!“ – წერს პრემიერი.