პრემიერის პირველი ყოველწლიური მოხსენება

საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე შევიდა. დოკუმენტი, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება, 212-გვერდიანია.

მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.

საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური მოხსენების წარდგენა ახალი რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტში პირადად ივნისის ბოლომდე წარდგება. რაც შეეხება გამოსვლის დროს და ფორმატს, რეგლამენტის თანახმად, დროს პრემიერთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს, მთავრობის ხელმძღვანელის მოხსენების დასრულების შემდეგ კი პოლიტიკური დებატები გაიმართება.