პრემიერის მოსმენა პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ინტერპელაციის წესის ფარგლებში დღეს დეპუტატების შეკითხვებს მეორედ უპასუხა.

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაური ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. ოპოზიცია დასმულ შეკითხვებზე პრემიერის პასუხებით უკმაყოფილოა. უკმაყოფილოა თავად პრემიერ მინისტრიც. თუ ოპოზიცია მას პასუხების შინაარსს უწუნებს, ბახტაძე ოპოზიციის შეკითხვებს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ინტერპელაციის მექანიზმს ხელისუფლების ოპონენტები არა კონსტრუქციული დისკუსიისთვის, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

შეფასებებს ვრცლად სანდრო ჯუფალაკიანი გაგვაცნობს.

დატოვე კომენტარი