პრემიერის მიმართვა გაჩეჩილაძეს

21:15, 13.12.2017

სიძის ინტერესების დაცვა თუ ბრძოლა კარტელური გარიგებების წინააღმდეგ? სანამ სასამართლო დავა დასრულდება, კონკურენციის სააგენტო 30 დღის ვადაში გადაწყვეტს, გახდება თუ არა მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გაპროტესტებული ტენდერი ამ უწყების მოკვლევის საგანი.

საქმე ეხება სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის ათი სატრანსპორტო საშუალების შესასყიდად აპრილში ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერს. გია გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ამ ტენდერში მისი სიძის კომპანია უსამართლოდ დაჩაგრეს.

იმის მიუხედავად, რომ გაჩეჩილაძის კრიტიკული განცხადების უშუალო ადრესატი პრემიერი არ ყოფილა, მომღერლის ბრალდებებს გიორგი კვირიკაშვილისგან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

თემის დეტალებით ანა ბროლაძე.

 

მსგავსი