პრემიერის მილოცვა ნიკოლ ფაშინიანს 

12:09, 08.06.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს. მიღწეულ წარმატებას ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ულოცავს – „გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ,“ – წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე და მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

მსგავსი