პრემიერის მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ანდრეი ბაბიშს და მოძრაობა „ანოს“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პრემიერი ანდრეი ბაბიშს წარმატებას უსურვებს ძლიერი და ეფექტიანი მთავრობის ჩამოყალიბებაში. „საქართველო მოუთმენლად ელოდება პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.