პრემიერის კომენტარი ნამახვანჰესთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კომენტარი ნამახვანჰესთან დაკავშირებითაც გააკეთა. „იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, „დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად სუსტი და სახელმწიფო ბევრად ძლიერი, შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ რაც მოხდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ.