პრემიერის ინტერვიუ Euronews-ზე

ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით და თუ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.