პრემიერის ინიციატივა – შეფასებები

18:11, 23.01.2026

მეორე დღეა შეფასებების თემაა პრემიერის ინიციატივა ოპონენტებთან დებატების გამართვის შესახებ. მმართველ გუნდთან დებატებისთვის მზად არის ოპოზიცია. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის ირაკლი კობახიძეს დებატებისკენ უკვე წლებია მოუწოდებს. მზადყოფნას გამოთქვამენ ნაციონალურ მოძრაობაშიც, თუმცა, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, მათ შორის, მათი აზრით, საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკოსების ციხიდან განთავისუფლება. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს იხსენებენ, თუმცა, დებატების გამართვის შემთხვევაში მონაწილეობისთვის მზად არიან.

მსგავსი