პრემიერის ინიციატივა – შეფასებები
პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება და მზად არის კონსულტაციებისთვის და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დაახლოებით ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს და გაიმართოს დებატების პირველი ფორმატი.
პარალელურად, უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციას პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმატები ამ ვითარებას განმუხტავს. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების პოზიციას, ისინი ბრალდებებს უარყოფენ, მათი ნაწილი დებატებისთვის მზაობას უპირობოდ გამოთქვამს, ნაწილი კი დებატებამდე გარკვეულ ულტიმატუმებს აყენებს, მათ შორისაა პატიმრების გათავისუფლებაც.