პრემიერის ინიციატივა – პოლიტიკური შეფასებები

18:09, 24.01.2026
შედება თუ არა დებატები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე – პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ამ ფორმატში მონაწილეობას ოპოზიციის ნაწილი უპირობოდ გეგმავს, ნაწილი კი შეთავაზების მისაღებად გარკვეულ პირობებს თავად აყენებს.
 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესის წინაპირობად – ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკოსების ციხიდან გათავისუფლება მიაჩნიათ. პრემიერთან დებატების გამართვაზე თანხმობას აცხადებს ციხიდან გამოსული გიორგი ვაშაძეც, ინიციატივას მიესალმება ყოფილი პრემიერის გუნდიც.

მსგავსი