პრემიერის გზავნილი 

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს შეხვდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და ლარის კურსი განხილვის მთავარი თემები იყო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას და მთავრობა მზად არის ექსპერტებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. შეხვედრაზე შეფასდა ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც უცხოურ ვალუტაში ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25 %-დან 20 %-მდე შემცირდა.

სანდრო ჯუფალაკიანი გაგვაცნობს დეტალებს.