პრემიერის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ.

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების მიღმა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ხედავს, ოპოზიციას და ცალკეულ მედია-საშუალებებს კი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. მთავრობის მეთაურმა ყველა მოძალადის მკაცრად დასჯის პირობა დადო და იმ კავშირებზე მიუთითა, რაც მისი აზრით, ლგბტქიუ თემთა ერთად, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დაგეგმილ მარშსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იკვეთება. საკუთარ გამოსვლაში დღეს პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური. ამ სიტყვებით მოიხსენია მთავრობის მეთაურმა პარლამენტის წინ გუშინ დაწყებულ აქციებზე გამომსვლელთა ნაწილიც.

ოპონენტების მისამართით არანაკლებ მწვავე აქცენტები ჰქონდა ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანსაც.

დატოვე კომენტარი